ჩვენ შესახებ

 შპს ჯორჯიან ვენდინგ გრუპი დაფუძნდა 2016 წლის მარტში.  ის  გახლავთ  ერთ-ერთი  წარმომადგენელი  საქართველოში  ევროპული სავაჭრო   აპარატების განთავსებაში. ჩვენსკომპანიის პარტნიორია ესპანური კომპანია  Azkoyen. (რომელიც თავის მხრივ წარმოადგენსსავაჭრო აპარატების (vending machines) ერთ-ერთ უძლიერეს მწარმოებელს მსოფლიოში) ჩვენსპარტნიორებს გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის ბიზნესის განვითარებაშიევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

კომპანიის  ინტერესის სფეროა სავაჭრო აპარატების განთავსება საქართველოში არსებულკერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებში.  ამჟამად ქვეყნის  მასშტაბით აპარატები  განთავსებული გვაქვს ისეთ სტრატეგიულ ობიექტებში, როგორიც გახლავთ: იუსტიციისსახლები, სამინისტროები, უნივერსიტეტები, საავადმყოფოები, სადგურები, მატარებლები და  კერძო კომპანიები.

კომპანიის პრიორიტეტია სანდო და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება.

ჩვენი მიზანია სერვისის განვითარება. სავაჭრო აპარატების მეშვეობით  ნებისმიერიმსურველისათვის შესაძლებელია  მისთვის სასურველ დროის მანძილზე სხვადასხვადასახელების პროდუქციის შეძენა.

აპარატიდან პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ლითონის  მონეტებით : 5,10,20,50 თეთრი,1 და 2 ლარი  აგრეთვე  5  და 10 ლარიანი ბანკნოტით. აპარატიდან ხურდის მიღებაშესაძლებელია ლითონის მონეტებით.

კომპანია  თავად უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და პროდუქტით მომარაგებას.

შპს „ჯორჯიან  ვენდინგ  გრუპის“  ინტერესის სფეროა სავაჭრო ავტომატების განთავსებასაქართველოში არსებულ კერძო თუ  სახელმწიფო დაწესებულებებში. დღეის  მდგომარეობითკომპანია ფლობს და ოპერირებს  450-მდე  სავაჭრო აპარატს

 

 

 

ჩვენი პარტნიორები